თავი 1. Access 2007-ის ობიექტური მოდელი
დამოკიდებული ფორმა
ცხრილებს შორის დამოკიდებულება 1∞M ფორმების დონეზე აისახება დამოკიდებული ფორმის სახით. დამოკიდებული ფორმა ცხრილებს შორის დამოკიდებულების M მხარეს ასახავს, ხოლო მთავარი კი – ცხრილებს შორის დამოკიდებულების მარცხენა მხარეს.
დაუშვათ გვაქვს ორი ცხრილი tbstudenti და tbsaati, სადაც ცხრილის tbstudenti-ს ერთ ჩანაწერს ცხრილის tbsaati მრავალი ჩანაწერი შეესაბამება/სურ.1.9/
სურ.1.9. დაკავშირებული ცხრილები
• ცხრილის tbstudenti საფუძველზე დააპროექტეთ ფორმა Fstudenti, ხოლო ცხრილის tbsaati – კი, ფორმა Fsaati;
• მთავარ ფორმაზე, Fstudenti დაპროექტების რეჟიმში დაიტანეთ მართვის ელემენტი SubForm/SubReport;
• ფორმაზე მართვის ელემენტის SubForm/SubReport დატანისთანავე ამუშავდება დამოკიდებული ფორმის აგების პროგრამა ,,ოსტატი” და გამოვა დიალოგური ფანჯარა. ფანჯარაში მონიშნეთ ფორმა, რომელიც დამოკიდებული ფორმის როლში უნდა გამოვიდეს. დააჭირეთ ღილაკს Next/სურ.1.10/;
სურ.1.10. დამოკიდებული ფორმის შექმნის ერთერთი ეტაპი
• გამოვა ფანჯარა, რომელშიც სისტემის მიერ მონიშნულია ალამი Choose from a list და სტრიქონი Show tbsaati each record in tbstudenti usign nomeri. დააჭირეთ ღილაკს Next. გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩაწერეთ აგრეგირებული ფორმის დასასახელება და დააჭირეთ ღილაკს Finish/სურ.1.11/.
სურ. 1.11. დამოკიდებული ფორმის შექმნის ბოლო ეტაპი
ფორმის Fsaati საშუალებით ცხრილში tbsaati მონაცემების ჩასაწერად გამოიძახეთ მთავარი ფორმა Fstudenti. მასთან ერთად გამოვა მასზედ მიბმული დამოკიდებული ფორმაც Fsaati. მონაცემების შეტანის რეჟიმში მთავარი და მასთან დაკავშირებული ფორმა შემდეგია/სურ.1.12 /
სურ.1.12. დამოკიდებული ფორმა მონაცემების შეტანის რეჟიმში
სისტემაში არსებული დიალოგური ფორმები
სისტემაში არსებული დიალოგური ფორმებია: MsgBox, InputBox, სისტემის დიალოგური ფორმები, როგორიცაა: Open, Save As. ეს ფანჯრები მიიღება ობიექტის FileDialog საშუალებით;
მაგალითი: დიალოგური ფანჯრის Open გაღება
Sub Opendia()
Dim objopen As Object
Set objopen = Application.FileDialog(msoFileDialogOpen)
With objopen
.AllowMultiSelect = True ‘რამდენიმე სტრიქონის მონიშვნის შესაძლებლობა
.Show
End With
End Sub
მაგალითი: დიალოგური ფანჯრის Save As გაღება
Sub savedia()
Dim saveopen As Object
Set saveopen = Application.FileDialog(msoFileDialogSaveAs)
saveopen.Show
End Sub